თასის მოგების შემდეგ, პრეზიდენტმა ქეცბაიას მომავალზე ისაუბრა
კვიპროსის თასის ფინალში "ანორთოსისი" "ოლიმპია ნიქოზიას" დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა.
მატჩის შემდეგ კომენტარი მოგებული გუნდის პრეზიდენტმა გააკეთა.
მოგეხსენებთ, თემურ ქეცბაიამ რამდენიმე კვირის წინ დააანონსა, რომ "ანორთოსისიდან" ამ ფინალის შემდეგ წავიდოდა.
"ადრეც ვთქვი და ახლაც ვიტყვი, რომ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ქეცბაია ჩვენთან დარჩეს.
ის ახალ შეთავაზებას აუცილებლად მიიღებს და ხელსაც მოაწერს", - თქვა ეუგენიოს ამბულასმა
ქეცბაია და ქართველები კვიპროსის თასის ჩემპიონები გახდნენ!
ქეცბაია: "ეს სამარცხვინოა! - ფინალი რომ არა, აქედან დღესვე წავიდოდი"