ავტორიზაცია

დღეს, ქართველები ერთმანეთში გავარდნა/დარჩენის საკითხს გაარკვევენ - კვარას რუბინზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული

დღეს, ქართველები ერთმანეთში გავარდნა/დარჩენის საკითხს გაარკვევენ - კვარას რუბინზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული
თარიღი: 16 მაი 2021, 12:46

დღეს, ჩვენი დროით 15:00 საათზე გაიმართება რუსეთის პრემიერ ლიგის 2020-2021 წლის სათამაშო სეზონის დასკვნითი ტური.

ქართველი მაყურებლისთვის საინტერესო იქნება ორი შეხვედრა - ყაზანის "რუბინი"-ვოლგოგრადის "როტორი" და "უფა"-ტულის "არსენალი".

დავიწყოთ პირველით - "რუბინში", რომელიც იბრძვის ევროპა ლიგის საგზურისთვის, თამაშობს ხვიჩა კვარაცხელია, გასავარდნ ზონაში მყოფ "როტორში" კი ვაწყდებით ნამდვილ ქართულ დიასპორას: საბა კვერკველია, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი არაბიძე, ნიკა ყიფიანი.

კვარაცხელია ტრავმის გამო კვლავ არ ითამაშებს, ვოლგოგრადელი "ჯვაროსნები" კი მწყობრში არიან. "როტორის" კონკურენტები ადგილის შენარჩუნება/დაკარგვის საკითხში არიან სწორედ ერთმანეთში მოთამაშე "უფა" და "არსენალი".

როგორც ვიცით, "მწვანეებში" თამაშობს ჯემალ ტაბიძე, ტულაში კი გია გრიგალავა. ერთი სიტყვით, დღეს, "როტორი", "არსენალი", "უფადან" ერთ-ერთი აუცილებლად გავარდება.

რაც შეეხება გუნდს, რომელმაც უკვე დაკარგა დარჩენის თეორიული შანსი არის ზურაბ გიგაშვილის, ვლადიმერ კობახიძისა და მორის ნუსუევის "ტამბოვი".

აქვე დავამატებთ, რომ რუსეთის პრემიერ ლიგაში აღზევება გაინაღდა "ნიჟნი ნოვგოროდმა", რომელშიც ბექა ქავთარაძე თამაშობს.

კვარაცხელია 50 საუკეთესოს შორის - ჰოლანდთან ახლოს, ვინისიუსზე წინ

ფოტო: კვარაცხელია ჰოლანდზე წინ - ქართველი შემტევი ამჯერად Soccer Manager-მა გამოარჩია