ავტორიზაცია

დასვენება? არ გამიგია - სეზონის დასრულების შემდეგ, ლივერპულის ბრაზილიური ტრიო 24 დღეში 6 მატჩს ჩაატარებს

დასვენება? არ გამიგია - სეზონის დასრულების შემდეგ, ლივერპულის ბრაზილიური ტრიო 24 დღეში 6 მატჩს ჩაატარებს
თარიღი 16 May 2021, 13:45

"ლივერპულის" ბრაზილიურ ტრიოს - რობერტო ფირმინოს, ალისონ ბეკერსა და ფაბინიო ტავარესს საკმაოდ დატვირთული ივნისი ელით.

საქმე ისაა, რომ 4 და 8 ივნისს, ბრაზილია მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში ეთამაშება ეკვადორსა და პარაგვაის.

ერთი კვირის შემდეგ კი დაიწყება კოპა ამერიკა, რომლი ჯგუფური ეტაპი მთელი ოთხი შეხვედრისგან იქნება შედგენილი.

გამოდის, რომ 4 ივნისიდან 28 ივნისის ჩათვლით, მერსისაიდელი "სელესაოელები" არც მეტი არც ნაკლები ექვს მატჩს ჩაატარებენ.

რატომ ვამახვილებთ ყურადღებას კონკრეტულად "წითლების" ფეხბურთელებზე? ალბათ დაგვეთანხმებით, რომ მიმდინარე სეზონის გადატვირთული გრაფიკით განპირობებული დაღლა სხვებზე მეტად სწორედ "სქაუზერებზე" აისახა.

VIDEO: გოლების წვიმა ოლდ ტრაფორდზე - ლივერპული ოთხეულისთვის ბრძოლას აგრძელებს!

"სალაჰი, მანე, ფირმინოს ტრიო დასაშლელია", - კარაგერი