კიტეიშვილი ავსტრიაში საუკეთესოთა შორის მოხვდა
ავსტრიის ჩემპიონატის 31-ე ტურში "შტურმი" ვენის "რაპიდს" დაუპირისპირდა და მარტივად, 4:1 გაანადგურა.
მატჩის გამორჩეული მოთამაშე ოთარ კიტეიშვილი იყო, რომელმაც გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა.
კიტეიშვილმა ყველაზე მეტი, 8.1 შეფასება დაიმსახურა. ის ტურის საკეთესო ფეხბურთელებს შორისაც მოხვდა.
ამჟამად, ქართველი ფეხბურთელის "შტურმს" 39 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილს იკავებს.