ავტორიზაცია

დადასტურდა: ტერ შტეგენი ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს

დადასტურდა: ტერ შტეგენი ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს
თარიღი 18 მაი 2021, 10:42

ოფიციალურად დადასტურდა, რომ გერმანიის ეროვნული ნაკრების მეკარე, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს.

"ბუნდესნაკრების" გოლკიპერს აწუხებს მუხლის ტრავმა, რომელიც სამწუხაროდ დამატებით ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს.

"ბარსელონას" კარის დარაჯი მთელი ზაფხულის განმავლობაში ეცდება ფორმაში ჩადგომას იმისთვის, რომ ახალი სეზონისთვის ის მწყობრში იყოს.

იმის გათვალისწინებით, რომ "არწივებში" მოწინავე პოზიციაზე გამოკვეთილად არის მანუელ ნოიერი, კატალონიელთა პირველი ნომრის არყოფნა ეროვნული გუნდისთვის ისეთი დიდი დარტყმა არ არის.

"მანშაფტის" კაპიტანი შესანიშნავ ფორმაშია და თავისი თანამემამულე კონკურენტის გუნდში ყოფნის შემთხვევაშიც კი, ძირითადში სწორედ ის იქნებოდა.

"რეალსა და ბარსელონას ყველაფერი ავუხსენით", - დორტმუნდში ჰოლანდის მომავალზე მორიგი განცხადება გააკეთეს

არსებობს თუ არა ნოიერის ძირითადიდან ამოგდების შანსი? - ტერ შტეგენის პასუხი