დადასტურდა: ტერ შტეგენი ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს
ოფიციალურად დადასტურდა, რომ გერმანიის ეროვნული ნაკრების მეკარე, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს.
"ბუნდესნაკრების" გოლკიპერს აწუხებს მუხლის ტრავმა, რომელიც სამწუხაროდ დამატებით ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს.
"ბარსელონას" კარის დარაჯი მთელი ზაფხულის განმავლობაში ეცდება ფორმაში ჩადგომას იმისთვის, რომ ახალი სეზონისთვის ის მწყობრში იყოს.
იმის გათვალისწინებით, რომ "არწივებში" მოწინავე პოზიციაზე გამოკვეთილად არის მანუელ ნოიერი, კატალონიელთა პირველი ნომრის არყოფნა ეროვნული გუნდისთვის ისეთი დიდი დარტყმა არ არის.
"მანშაფტის" კაპიტანი შესანიშნავ ფორმაშია და თავისი თანამემამულე კონკურენტის გუნდში ყოფნის შემთხვევაშიც კი, ძირითადში სწორედ ის იქნებოდა.
არსებობს თუ არა ნოიერის ძირითადიდან ამოგდების შანსი? - ტერ შტეგენის პასუხი