ავტორიზაცია

"იუვენტუსი ოთხეულში შევა, მილანი კი ევროპა ლიგაზე გავა", - მოჯი

"იუვენტუსი ოთხეულში შევა, მილანი კი ევროპა ლიგაზე გავა", - მოჯი
თარიღი 18 მაი 2021, 11:42

ტურინის "იუვენტუსის" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ლუჩანო მოჯიმ სერია ა-ში ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა შეაფასა:

"მეოთხე ადგილისთვის ამ დროითვის იბრძვიან იუვენტუსი და მილანი, ჩემი აზრით, ფავორიტები ამ ბრძოლაში ტურინელები არიან.

"როსონერიმ" დაიწყო ძალიან კარგად, თუმცა სეზონის მსვლელობისას გუნდს დაეწყო ჩავარდნა, რაც კალიარისთან შეხვედრაში დამტკიცდა.

"ბებერი ქალბატონი" თავის მოწინააღმდეგეს აჯობებს კლასის ხარჯზე და გავა ჩემპიონთა ლიგაზე, "ეშმაკები" კი ევროპა ლიგაზე ითამაშებენ".

შეგახსენებთ, კალჩოს მიმდინარე სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, "ბიანკონერის" აქვს 75 ქულა, "შავ-წითლებს" კი ერთით მეტი.

იუვენტუსი პირლოს შემცვლელად გატუზოს ვარიანტსაც განიხილავს

ჩალჰანოღლუ: "მილანში ჩემი მომავალი ჩემპიონთა ლიგის საგზურზე დამოკიდებული არ არის"