ავტორიზაცია

"პირველი ტაიმი მორჩეს და რამე ვჭამოთ" - კლუბის პრეზიდენტები და მათი "ფეხბურთელი" შვილები

"პირველი ტაიმი მორჩეს და რამე ვჭამოთ" - კლუბის პრეზიდენტები და მათი "ფეხბურთელი" შვილები
თარიღი: 18 მაი 2021, 21:26

ჩინური კლუბის, "ცზიბო კუჯუს" ისტორია ინტერნეტს ვირუსივით მოედო. შეგახსენებთ, აღნიშნული კლუბი იყიდა მილიონერმა ხი შიხუამ, რომელმაც გუნდის მთავარ მწვრთნელს რამდენიმე მოთხოვნა წაუყენა. პირველი: "ცზიბოში" სისტემატურად უნდა თამაშობდეს მისი შვილი, რომელიც 126 კგ-ს იწონის.

ამის გარდა, ჭარბწონიანმა "ფეხბურთელმა" თავისი გუნდის ყველა სტანდარტიც უნდა შეასრულოს. მეორე მოთხოვნა - "კუჯუს" პროფესიონალ მოთამაშედ ჩაირიცხა თავად შიხუა და მას 35-წლის ასაკში სრულფასოვანი დებიუტიც ჰქონდა. მოკლედ, მუსიკას უკვეთავს ის, ვინც ფულს იხდის.

საინტერესოა, რომ პრეზიდენტის შვილობა პრივილეგია არის ჩვენთვის კარგად ნაცნობ ტულის "არსენალშიც", რომლის შემადგენლობაში გია გრიგალავა ირიცხება. ქართველი უკანახაზელის თანაგუნდელია გურამ აჯოევ უმცროსი - მოთამაშე, რომელიც რბილად რომ ვთქვათ, საფეხბურთო მონაცემებით და შედეგიანობით არ გამოირჩევა.

რუსი თავდამსხმელი არის წარსულში თბილისის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელის და ამჟამად "მეთოფეების" პრეზიდენტის, გურამ აჯოევ უფროსის შვილი - ეს არის მისი კარიერის მთავარი მიღწევა. თავად განსაჯეთ: 26-წლის ასაკისთვის "კანონირების" ფორვარდმა პროფესიულ დონეზე მოასწრო 100-ზე ნაკლები მატჩის ჩატარება და 12 გოლის გატანა.

გთავაზობთ წარმოშობით ქურთი თავდამსხმელის რამდენიმე ფოტოს მისი უკანასკნელი შეხვედრიდან რუსეთის პრემიერ ლიგაში. საინტერესოა, სად იქნებოდნენ უმცროსი აჯოევი და ჩიხუა რომ არა მათი მშობლების გავლენა და ფინანსური შესაძლებლობები? პასუხი თქვენთვის მოგვინდია...

ოფიციალურად: გრიგალავას, რომელმაც მეტოქეს ფეხი ამოარტყა, განაჩენი გამოუტანეს

VIDEO: 42 გრადუსი სიცხე, მეტოქისთვის ფეხის ამორტყმა და გაძევება - გრიგალავას "ცხელი" მატჩი