ავტორიზაცია

ანრის, კანტონასა და შირერის შემდეგ, პრემიერ ლიგის დიდების დარბაზში კიდევ ერთი მოთამაშე შეიყვანეს

ანრის, კანტონასა და შირერის შემდეგ, პრემიერ ლიგის დიდების დარბაზში კიდევ ერთი მოთამაშე შეიყვანეს
თარიღი 18 მაი 2021, 22:09

ტიერი ანრის, ერიკ კანტონასა და ალან შირერის შემდეგ, პრემიერ ლიგის დიდების დარბაზში რიგით მეოთხე ფეხბურთელი შეიყვანეს.

ეს ბედნიერება ხვდა წილად "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილ კაპიტანს, როი კინს, რომელიც ეპლ-ში 1992-2006 წლებში თამაშობდა.

ირლანდიელმა საყრდენმა ნახევარმცველმა ერთი სეზონი გაატარა "ნოტინგემ ფორესტში", მთელი დანარჩენი პერიოდი კი "ეშმაკუნებში".

"მანკუნიანელების" ჩამშლელმა ჩაატარა 480 შეხვედრა, გაიტანა 51 გოლი და მოიგო პრემიერ ლიგის შვიდი (!) ტიტული.

სერ ალექს ფერგიუსონის გუნდიდან წასვლის შემდეგ, კელტმა ჰავბეკმა კარიერის დასკვნითი ნაწილი გლაზგოს "სელტიკში" გაატარა.

"ამისთვის დაასვენეთ ძირითადის ფეხბურთელები?", - სალაჰმა მანჩესტერი დატროლა

"იუნაიტედი სიტისთან მომავალ სეზონშიც უშანსოდ იქნება", - კინი