ახალი სეზონი, ახალი იმედებით - ქეცბაიას მომავალი გარკვეულია
რამდენიმე დღის წინ, "ანორთოსისმა" კვიპროსის თასის ფინალში "ოლიმპიაკოს ნიქოზია" დაამარცხა და სეზონი წარმატებით დაასრულა.
ქართველმა სპეციალისტმა თემურ ქეცბაიამ განაცხადა, რომ ეს მატჩი მისთვის ბოლო იქნებოდა ამ კლუბში.
თუმცა "ანორთოსისის" ხელძღვანელობა უკვე რამდენიმე კვირაა აქტიურად მუშაობს ქეცბაიას დარჩენაზე.
კვიპროსული მედიის ცნობით, თითქმის გადაწყვეტილია, რომ ქეცბაია "ანორთსოსისიდან" არ წავა და მალე ახალი სეზონისთვის მზადებას დაიწყებს.
ჯერჯერობით უცნობია, რა ბედი ელით ამ კლუბის ქართველ ფეხბურთელებს - თორნიკე ოქრიაშვილს, გიორგი ლორიას, მურთაზ დაუშვილს და გიორგი ქვილითაიას.
რამდენი ტიტული აქვს მოგებული ქეცბაიას ანორთოსისთან ერთად და როგორია მისი სტატისტიკა?
თასის მოგების შემდეგ, პრეზიდენტმა ქეცბაიას მომავალზე ისაუბრა