"ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება" - ვილი სანიოლი საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი საქართველოს დედაქალაქში, თბილისში იცხოვრებს.
ამის შესახებ ჯვაროსანთა ხელმძღვანელმა შერატონის საპრესკონფერენციო ოთახში ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.
"ჩემს თანაშემწესთან ერთად მივიღე გადაწყვეტილება, ვიცხოვრო თბილისში და არა სასტუმროში, რადგან როცა უცხო ქვეყანაში ჩადიხარ, სასურველია იცნობდე იმ ქვეყნის ხალხს, კულტურას, რომლის ეროვნულ ნაკრებსაც ხელმძღვანელობ. მადლობას ვუხდი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ამ შესაძლებლობისთვის," - განაცხადა ვილი სანიოლმა.
საქართველოს ნაკრები ივნისში 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს. ვილი სანიოლის შეგირდები ორივე შემთხვევაში სტუმრად ითამაშებენ. 2 ივნისს რუმინეთთან, ხოლო 6 ივნისს ნიდერლანდების წინააღმდეგ.
ახალი სეზონი, ახალი იმედებით - ქეცბაიას მომავალი გარკვეულია
"ის და კვარაცხელია საოცნებო დუეტს შექმნიან", - ბრიტანული პრესა კვლავ ხვიჩას შესახებ წერს