"დიდი სხვაობაა ლევანტეს მეორე და პირველ გუნდს შორის" - რატომ არაა ნაკრებში გიორგი ქოჩორაშვილი?
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ახსნა, რატომ არ გამოიძახა ეროვნულ ნაკრებში ჯაბა კანკავას არყოფნის პერიოდში ლევანტეს 22 წლის ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი და ბათუმის დინამოს შუახაზელი ვლადიმერ მამუჩაშვილი.
"ქოჩორაშვილს ვაკვირდებით, კარგ ლიგაშია, მაგრამ მას საკმარისი დრო არ ეძლევა მთავარ გუნდში. დიდი სხვაობაა ლევანტეს პირველ და მეორე გუნდს შორის. ის ახალგაზრდაა, მთავარია სისტემატურად ითამაშოს და აუცილებლად ექნება დრო ჩვენს შემადგენლობაში.
რაც შეეხება ბათუმის დინამოს ნახევარმცველს ვლადიმერ მამუჩაშვილს, ის წინა უიქენდზე ჩემი თვალით ვნახე, კარგი ბიჭია, საქართველოს საუკეთესო გუნდში თამაშობს, მაგრამ ახალგაზრდაა და ჯერ არ ჩავთვალე საჭიროდ, ეროვნულ ნაკრებში გამომეძახებინა," - განაცხადა ვილი სანიოლმა.
საქართველოს ნაკრები ივნისში 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს. ვილი სანიოლის შეგირდები ორივე შემთხვევაში სტუმრად ითამაშებენ. 2 ივნისს რუმინეთთან, ხოლო 6 ივნისს ნიდერლანდების წინააღმდეგ.
"ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება" - ვილისანიოლი საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა
ოფიციალურად: გრიგალავას, რომელმაც მეტოქეს ფეხი ამოარტყა, განაჩენი გამოუტანეს