ავტორიზაცია

"ამის შემდეგ ნაკრები დატოვა" - ვილი სანიოლმა გია გრიგალავა გააკრიტიკა

"ამის შემდეგ ნაკრები დატოვა" - ვილი სანიოლმა გია გრიგალავა გააკრიტიკა
თარიღი 19 May 2021, 14:53

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ქართველი მცველი გია გრიგალავა გააკრიტიკა მისი შეხედულებების გამო.

31 წლის ცენტრალურმა მცველმა მარტში, ესპანეთთან მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების შეკრება დატოვა, რაზეც ფრანგმა სპეციალისტმა ისაუბრა.

"მან ნაკრების შეკრება დატოვა ესპანეთთან მატჩის შემდეგ, ის არ იყო ბედნიერი, როცა სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოხვდა. მასთან საუბარი მქონდა და მესამე მატჩში აღარ იყო ჩვენთან. ყველა ფეხბურთელის მიზანი უნდა იყოს ყოველდღიური წარმატება და მისი ეს სურვილი ეროვნულ ნაკრებსაც უნდა უკავშირდებოდეს," - განაცხადა ვილი სანიოლმა.

საქართველოს ნაკრები ივნისში 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს. ვილი სანიოლის შეგირდები ორივე შემთხვევაში სტუმრად ითამაშებენ. 2 ივნისს რუმინეთთან, ხოლო 6 ივნისს ნიდერლანდების წინააღმდეგ.

"ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება" - ვილი სანიოლი საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა

"დიდი სხვაობაა ლევანტეს მეორე და პირველ გუნდს შორის" - რატომ არაა ნაკრებში გიორგი ქოჩორაშვილი?