ავტორიზაცია

ბუფონი: "პირლო იუვენტუსისთვის იდეალური მწვრთნელია"

ბუფონი: "პირლო იუვენტუსისთვის იდეალური მწვრთნელია"
თარიღი 19 მაი 2021, 21:20

ტურინის "იუვენტუსის" ლეგენდარულმა მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა მხარდაჭერა გამოუცხადა თავისი გუნდის მთავარ მწვრთნელს, ანდრეა პირლოს:

"პირლო იუვენტუსში მოვიდა ისტორიულად ურთულეს მომენტში. ადრე თუ გვიან, ყველა გუნდს სჭირდება განახლება და გამონაკლისები არც ჩვენ ვართ.

მასზე უკეთესად ვერავინ შეძლებდა ტურინში ახალი ეპოქის დაწყებას და აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ანდრეა იდეალური კანდიდატია.

მოთმინება იქონიეთ, თავის სიტყვას სპეციალისტის რანგში ის ჩვენს გუნდში აუცილებლად იტყვის", - განაცხადა იტალიელმა კიპერმა.

შეგახსენებთ, "ბებერი ქალბატონი" თავისი დამწყები დამრიგებლის ხელში ჩემპიონთა ლიგის ზონიდან ერთ ქულაში იმყოფება.

"იუვენტუსი ოთხეულში შევა, მილანი კი ევროპა ლიგაზე გავა", - მოჯი

რა შემთხვევაში დაასრულებს კარიერას ბუფონი?