თემურ ქეცბაია ანორთოსისში 2 ქართველი ფეხბურთელის დამატებას ეცდება
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები კვლავ არიან ანორთოსისის მთავარი მწვრთნელის თემურ ქეცბაიას სამიზნეში ახალი სეზონისთვის.
GOAL.GE-ს ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ 53 წლის სპეციალისტი ფამაგუსტელებთან ახალი კონტრაქტის საკითხზე შეთანხმებას მოახერხებს, ქეცბაია ანორთოსისში შეეცდება შემდეგი სეზონისთვის საქართველოს ნაკრების 2 მოთამაშე: გურამ კაშია და ვაკო გვილია დაიმატოს.
ამ მომენტში 100%-ით არაა გადაწყვეტილი, დარჩება თუ არა ქართველი მწვრთნელი ანორთოსისში: ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ გუნდის პრეზიდენტი თემურს სასურველი ბიუჯეტის დამტკიცებას შეპირდება.
ვაკო გვილია ახლა თავისუფალი აგენტია, მან ვარშავის ლეგია რამდენიმე დღის წინ დატოვა, ხოლო გურამ კაშია თბილისის ლოკომოტივის ფეხბურთელია, რომელთაც 2021 წლის თებერვალში შეუერთდა და გუნდთან ერთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში თემურ ქეცბაიას ანორთოსისში 4 ქართველი ჰყავდა: გიორგი ლორია, მურთაზ დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ქვილითაია. გუნდთან ხელშეკრულება ამოეწურა თორნიკე ოქრიაშვილს და აღარ გაახანგრძლივებს, ხოლო გიორგი ქვილითაია ერთწლიანი საიჯარო ხელშეკრულების შემდეგ ბელგიურ გენტში ბრუნდება.
"ამის შემდეგ ნაკრები დატოვა" - ვილი სანიოლმა გია გრიგალავა გააკრიტიკა
"ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება" - ვილი სანიოლი საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა