ავტორიზაცია

"ძალიან ბედნიერი ვარ, ქეცბაიასთან ერთად ტიტული რომ მოვიგე" - ოქრიაშვილი

"ძალიან ბედნიერი ვარ, ქეცბაიასთან ერთად ტიტული რომ მოვიგე" - ოქრიაშვილი
თარიღი 21 May 2021, 00:36

ანორთოსისის ქართველა ნახევარმცველმა თორნიკე ოქრიაშვილმა განაცხადა, რომ თემურ ქეცბაიასთან ერთად მოგებული ტიტულით ბედნიერია.

ამის შესახებ საქართველოს ნაკრების შემტევმა ჩვენს პარტნიორ არხ Geo Team-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტში ისაუბრა.

"პირველი ტიტული ჩემს კარიერაში, თან რა მაგარ ადგილას! სიტყვებით ვერ აღვწერ, რამდენად ბედნიერი ვარ თასის მოგებით. ძალიან ბევრჯერ მივედი თემურ ქეცბაიასთან და მივულოცე, ძალიან გამიხარდა, რომ თემურისთან ერთად ტიტული მოვიგე და ამაში დიდი მონაწილეობა მივიღე," - განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა.

29 წლის ნახევარმცველს ანორთოსისთან ხელშეკრულების ვადა დაუმთავრდა და გადაწყვიტა, რომ კვიპროსულ გუნდთან კონტრაქტი აღარ გააგრძელოს.

ანორთოსისმა ტიტული 14-წლიანი პაუზის შემდეგ მოიგო. ბოლოს, როცა ფამაგუსტელებმა ტიტული იზეიმებს, მწვრთნელი მაშინაც თემურ ქეცბაია იყო.

თემურ ქეცბაია ანორთოსისში 2 ქართველი ფეხბურთელის დამატებას ეცდება

"ამის შემდეგ ნაკრები დატოვა" - ვილი სანიოლმა გია გრიგალავა გააკრიტიკა