ავტორიზაცია

"შახტარში მინდოდა ნეიმარის მოყვანაც, თუმცა პრეზიდენტმა 15 მილიონი არ გაიმეტა", - ლუჩესკუ

"შახტარში მინდოდა ნეიმარის მოყვანაც, თუმცა პრეზიდენტმა 15 მილიონი არ გაიმეტა", - ლუჩესკუ
თარიღი 21 მაი 2021, 10:17

დონეცკის "შახტარის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, მირჩა ლუჩესკუმ განაცხადა, რომ ის თავის ექს-გუნდში ნეიმარ ჟუნიორის გადმოყვანას ცდილობდა:

"შახტარის პრეზიდენტი უბრალოდ გიჟდებოდა ბრაზილიელებზე და ჩვენ გადაწყვეტილი გვქონდა ამ ქვეყნის წარმომადგენლებზე ყურადღების გადატანა.

ფერნანდინიო, კოშტა, ვილიანი, ადრიანო, ტეიშეირა, ჟადსონი - ისინი კლუბში ჩემი მუშაობის პერიოდში იქნენ გადმოყვანილები.

ძალიან მინდოდა ნეიმარის გადმობირებაც, თუმცა სანტოსმა იმ მომენტში მის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო მოითხოვა.

ახმეტოვმა აღნიშნული თანხის გადახდაზე განაცხადა მტკიცე უარი, რის შემდეგაც მის ტრანსფერზე აღარასდროს გვისაუბრია".

შეგახსენებთ, "ბარსელონას" ბრაზილიელი შემტევის ტრანსფერი ოფიციალური ვერსიით დაუჯდა 60-მდე მილიონი ევრო, შემდეგ კი ის "პსჟ"-ში 222 მილიონ ევროდ იქნა გაყიდული.

"მესისა და მბაპეს შემდეგ, მასთან თამაშს ვისურვებდი", - ნეიმარმა ოცნების თანაგუნდელი დაასახელა

სტუმარი სერია ა-დან - ხოჭოლავას ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა პრაქტიკულად ცნობილია