"ჩვენ ვგრძნობდით თქვენს გვერდში დგომას!" - ქეცბაია ქართველ ხალხს მიმართავს
ანორთოსისის მთავარი მწვრთნელის თემურ ქეცბაიას განცხადებით, იგი და მისი ფეხბურთელები მთელი სეზონის განმავლობაში გრძნობდნენ ქართველი ხალხის მხარდაჭერას, რისთვისაც მადლიერია.
"ემოციებზე რა უნდა ვთქვა, ამდენი ხალხი რომ გახარებულია, ეს ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. დიდი ხანი ელოდნენ ანორთოსისის ფანები ამ გამარჯვებას და მიხარია, რომ ჩვენ ქართველებმა დიდი როლი ვითამაშეთ ამ გამარჯვებაში. მთელი ამ 2 წლის განმავლობაში უხმოდ არ ჩაუვლია ქართველების ანორთოსისში მოღვაწეობას. თასის მოგებამ ყველა გაგვახარა.
დიდი მადლობა ქართველ გულშემატკივარს მხარში ამოდგომისთვის, ჩვენ ქართველი ხალხის გვერდში დგომას მთელი სეზონის განმავლობაში ვგრძნობდით. ყველას დიდი მადლობა, ჯანმრთელობას და ბედნიერებას გისურვებთ," - განაცხადა თემურ ქეცბაიამ.
ანორთოსისმა ტიტული 14-წლიანი პაუზის შემდეგ მოიგო. ბოლოს, როცა ფამაგუსტელებმა ტიტული იზეიმებს, მწვრთნელი მაშინაც თემურ ქეცბაია იყო.
"ძალიან ბედნიერი ვარ, ქეცბაიასთან ერთად ტიტული რომ მოვიგე" - ოქრიაშვილი
თემურ ქეცბაია ანორთოსისში 2 ქართველი ფეხბურთელის დამატებას ეცდება