ავტორიზაცია

საქართველოს ნაკრებს ყაზაიშვილი გამოაკლდა - შემცვლელის ვინაობა ცნობილია

საქართველოს ნაკრებს ყაზაიშვილი გამოაკლდა - შემცვლელის ვინაობა ცნობილია
თარიღი 21 მაი 2021, 15:21

სამხრეთ კორეაში  კოვიდ პანდემიისგან გამოწვეული გადაადგილების შეზღუდვის გამო, ეროვნულ ნაკრებს ამხანაგურ შეხვედრებში „ულსან ჰიუნდაის“ ქართველი ლეგიონერი ვაკო ყაზაიშვილი ვერ დაეხმარება.

ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება და წერენ, რომ ვილი სანიოლიმ მის ნაცვლად ნაკრებში გიორგი ბერიძეს უხმო.

ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრებში 26 ფეხბურთელია გამოძახებული. 31 მაისის ჩათვლით საწვრთნელი შეკრება ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზეა დაგეგმილი.

2 ივნისს საქართველოს ნაკრები სტუმრად რუმინეთთან ითამაშებს, ხოლო 6 ივნისს ნიდერლანდების წინააღმდეგ.

"ძალიან ბედნიერი ვარ, ქეცბაიასთან ერთად ტიტული რომ მოვიგე" - ოქრიაშვილი

უახლესი ინფორმაცია - როგორია გიორგი კოხრეიძის ამჟამინდელი მდგომარეობა?