დინამო თბილისმა უეფა-სთან სასამართლო დავა წააგო
დინამო თბილისმა უეფას წინააღმდეგ სასამართლო დავა წააგო.
ამის შესახებ AP Sport წერს და იუწყებიან, რომ უკვე მიღებული გადაწყვეტილება დინამო თბილისის სასარგებლოდ არ შეიცვლება, რადგან გუნდის გულშემატკივრის ბანერზე რასისტული ნიშნები ჩანდა.
ყველაფერი 2019 წლის ზაფხულში, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გაბალასთან(3-0) მატჩიდან დაიწყო, როცა ფანებმა გამოკიდეს ბანერი, რომელზეც "88" არის გამოსახული, რაც ნაცისტური სიმბოლოა. ბანერზე იყო გამოსახული ასევე რიცხვი 19. დინამოს არგუმენტით, ეს კლუბის გულშემატკივართა ჯგუფის შექმნის თარიღია და არანაირი კავშირი არ აქვს ნაცისტურ პროპაგანდასთან, თუმცა სასამართლომ ეს მიზეზი არ მიიღო და განჩინება ძალაში დატოვა.
შეგახსენებთ, რომ 2019 წელს უეფამ დინამო თბილისი 50 ათასი ევროთი და 1 მატჩის უმაყურებლოდ გამართვით (ფეიენოორდთან) დასაჯა.
საქართველოს ნაკრებს ყაზაიშვილი გამოაკლდა - შემცვლელის ვინაობა ცნობილია
"ჩვენ ვგრძნობდით თქვენს გვერდში დგომას!" - ქეცბაია ქართველ ხალხს მიმართავს