"სეზონის დაწყების წინ, ბარსელონას ასეთ შედეგზე ყველა თანახმა იქნებოდა", - კუმანი
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა თავისი გუნდის სეზონს ერთგვარი შეჯამება გაუკეთა. ნიდერლანდელი სულაც არ თვლის, რომ კატალონიელთა სეზონი გამოდგა წარუმატებელი:
"სეზონის დაწყების წინ, აგვისტოში, ყველა თანახმა იქნებოდა იმ შედეგზე, რომელიც ახლა არის მიღწეული. ბარსელონა საჩემპიონო რბოლაში ხომ ბოლო ტურებამდე იყო.
პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ თვითონ მოლოდინი იყო ძალიან დიდი, განსაკუთრებით კოპა დელ რეიში გამარჯვების შემდეგ.
წარმოქმნილი პრობლემების გათვალისწინებით, სეზონი არ იყო ცუდი, თუმცა ცხადია, არც იდეალური", - განაცხადა "ბლაუგრანას" თავკაცმა.
შეგახსენებთ, "ლურჯ-ბროწეულისფრები" პრიმერა დივიზიონში დასჯერდებიან მაქსიმუმ მესამე ადგილს, ჩემპიონთა ლიგაზე კი ეს გუნდი 1/8 ფინალიდან გამოვარდა.
"ვიცი, რომ ბარსელონას გრიზმანის ფელიქსში გაცვლა სურს", - ესპანელი ჟურნალისტი
კუმანი: "ბოლო დროს ხელმძღვანელობისგან ნდობას ვერ ვგრძნობდი, თუ ახალი მწვრთნელია საჭირო - უნდა თქვა"