ავტორიზაცია

დანიშვნიდან 5 თვეში - გიორგი ნემსაძემ დინამო თბილისი დატოვა

დანიშვნიდან 5 თვეში - გიორგი ნემსაძემ დინამო თბილისი დატოვა
თარიღი 24 May 2021, 22:44

დინამო თბილისი კვლავ ახალი მწვრთნელის ძიებაშია - გიორგი ნემსაძემ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.

Goal.Ge-ს ინფორმაციით, 49 წლის სპეციალისტმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ეროვნული ლიგის მე-15 ტურში გორის დილასთან(2-0) დამარცხდა საქართველოს ჩემპიონი.

გიორგი ნემსაძე დინამო თბილისში 2020 წლის დეკემბერში დაინიშნა და დედაქალაქურ გუნდში მხოლოდ 5 თვე იმუშავა.

უკანასკნელ 1.5 წლის განმავლობაში დინამო თბილისისთვის გიორგი ნემსაძე მე-3 მწვრთნელი იყო.

"ეს ჩემთვის უდიდესი სიურპრიზი იყო" - რამ გააკვირვა ვილი სანიოლი საქართველოში?

"იმედია დაგვთანხმდება" - შტურმმა ოთარ კიტეიშვილს ახალი კონტრაქტი შესთავაზა