სად უნდა გადავიდეს ხვიჩა კვარაცხელია? - თემურ ქეცბაიას მოსაზრება
ანორთოსისის მთავარი მწვრთნელის თემურ ქეცბაიას განცხადებით, დიდი იმედი აქვს, რომ ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის ჩემპიონატს მალე დატოვებს და ტოპ 5 ლიგის ისეთ გუნდში გადავა, სადაც სათამაშო პრაქტიკა ექნება.
ამის შესახებ 53 წლის სპეციალისტმა ჯეო თიმთან ვრცელ ინტერვიუში ისაუბრა.
"მთავარია ის, რომ ბოლო 20 წელში გამოჩნდა დიდი ტალანტი ქართულ ფეხბურთში, რომელსაც შეუძლია დიდ დონეზე ითამაშოს ფეხბურთი. რასაც ვუყურე, რუბინშიც და ნაკრებშიც ლიდერია.
იმედია, ხვიჩა მალე დატოვებს რუსეთს და ისეთ დიდ საფეხბურთო ქვეყანაში წავა, როგორიც ესპანეთი, ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და გერმანიაა. ერთი პერიოდი ისიც იწერებოდა, აიაქსია მისით დაინტერესებულიო. იქ თუ გადავა, უფრო დიდ ყურადღებას მიაქცევენ, ვიდრე რუსეთიდან, ასწავლიან კიდევ უფრო მეტად სწორად ფეხბურთის ტაქტიკურად თამაშს, თუმცა რუბინშიც ისეთი მაგარი მწვრთნელი ჰყავს ლეონიდ სლუცკის სახით, გუნდსაც დაატყო მისი ხელი და თავად კვარაცხელიასაც," - განაცხადა თემურ ქეცბაიამ.
ხვიჩა კვარაცხელია ამჟამად Transfermarkt-ზე 15 მილიონადაა შეფასებული, მას ბევრ ევროპულ გუნდს უკავშირებენ. ფეხბურთელს კი ყაზანის რუბინთან ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.
"ეს ჩემთვის უდიდესი სიურპრიზი იყო" - რამ გააკვირვა ვილი სანიოლი საქართველოში?