ავტორიზაცია

გორის დილას ფეხბურთელის ტრანსფერით მონაკო და ჰალ სიტი ინტერესდება!

გორის დილას ფეხბურთელის ტრანსფერით მონაკო და ჰალ სიტი ინტერესდება!
თარიღი 25 მაი 2021, 12:38

გორის დილას 22 წლის ნახევარმცველის ამოს ნონდის ტრანსფერით ევროპაში საკმაოდ ცნობილი 3 გუნდი ინტერესდება.

ამის შესახებ news-af.feednews.com და წერენ, რომ კენიელი შუახაზელის გადაბირებით ფრანგული მონაკო, ინგლისური ჰალ სიტი და გერმანული მიუნხენ 1860 არიან დაინტერესებულნი.

"არის რამდენიმე გუნდი, რომელმაც უკვე გააგზავნა ნონდის ტრანსფერის სანაცვლოდ შეთავაზება გორის დილაში, ველოდებით სატრანსფერო ფანჯრის გახსნას," - განაცხადა ამოს ნონდის უკრაინელმა აგენტმა ვადიმ შაბლიმ.

ამოს ნონდი გორის დილაში 2018 წლიდან თამაშობს, იგი გუნდში კოლხეთიდან ჩაირიცხა. მიმდინარე სეზონში კენიელი ჩამშლელის აქტივში 11 მატჩია.

მონაკო საფრანგეთის ლიგა 1-ში მე-3 პოზიციაზე გავიდა, ჰალ სიტი ინგლისის მესამე ლიგის ჩემპიონი გახდა და ახალ სეზონში ჩემპიონშიფში ითამაშებს, ხოლო მიუნხენ 1860 ბუნდესლიგა 3-ში მე-4 პოზიციაზე გავიდა.

სად უნდა გადავიდეს ხვიჩა კვარაცხელია? - თემურ ქეცბაიას მოსაზრება

დანიშვნიდან 5 თვეში - გიორგი ნემსაძემ დინამო თბილისი დატოვა