ფეხბურთელი, რომელიც ამ სეზონში რონალდოს ისტორიულ მიღწევას მიუახლოვდა
1996/1997 წლების სეზონის დაწყების წინ, ლეგენდარული ლუის ნაზარიო დე ლიმა რონალდო "პსვ ეინდჰოვენიდან" "ბარსაში" გადმოვიდა.
ბრაზილიელმა თავდამსხმელმა კატალონიაში გაატარა მხოლოდ ერთი წელი, თუმცა დროის ეს შუალედი საკმარისი გამოდგა 49 მატჩში 47 გოლის გასატანად.
ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ "ფენომენი" იმ მომენტისთვის სულ რაღაც 21 წლის იყო. იმის შემდეგ გავიდა 24 წელი და "ბლაუგრანას" ყოფილი ფორვარდის მიღწევა ჯერ კიდევ ხელშეუხებელია, მაგრამ გარკვეული მიახლოება მაინც მოხდა.
დორტმუნდის "ბორუსიას" შემტევი, ერლინგ ჰოლანდი გახდა პირველი 21-წლამდელი ფეხბურთელი სამხრეთ ამერიკელის შემდეგ, რომელმაც ერთ სეზონში ყველა ტურნირში ერთად 40-ზე მეტი გოლი გაიტანა.
უფრო კონკრეტულად კი ნორვეგიელმა ბომბარდირმა "შავ-ყვითლების" შემადგენლობაში 41 შეხვედრაში 41 ბურთის შეგდება მოახერხა.
როგორც ვხედავთ, "ფუტკრების" სტრაიკერის ლეგენდარულ ცხრიანთან ჩამორჩენა შეადგენს ექვს გოლს, თუმცა ასე ახლოს "კიჭამდე" 21-წლის ასაკში არავინ მისულა.
რონალდო: "მთელი მსოფლიოს დედების წინაშე ვიხდი ბოდიშს, საშინელება ჩავიდინე"