ფორლანი: "კავანისთვის არ იქნება პრობლემა კეინის ან ჰოლანდის გვერდით თამაში"
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა თავდამსხმელმა, დიეგო ფორლანმა თავისი ექს-გუნდის პოტენციური ტრანსფერების შესახებ ისაუბრა:
"მანჩესტერის სახელს უკავშირებენ კეინსა და ჰოლანდს. მინდა ვთქვა, რომ კავანისთვის არ იქნება პრობლემა მათ გვერდით თამაში.
პირიქით, ედინსონისნაირი გამოცდილი თავდამსხმელის გვერდით თამაში ნებისმიერი ფეხბურთელისთვის დიდი საჩუქარი იქნება.
ძანსაღი კონკურენცია კი ყოველთვის კარგია და გამონაკლისი არც მანჩესტერის შეტევა იქნება", - განაცხადა ურუგვაელმა ვეტერანმა.
შეგახსენებთ, "წითელი ეშმაკების" ასაკოვანმა ფორვარდმა თავის სადებიუტო სეზონში ინგლისში 38 შეხვედრაში 16 გოლი გაიტანა.
გარი ნევილმა დაასახელა სამი ფეხბურთელი, რომელიც მანჩესტერ იუნაიტედს პრემიერ ლიგას მოაგებინებს