გთხოვთ, რამენაირად შევინარჩუნოთ - როტორის ფანები ჯოვინოს ტრანსფერს ითხოვენ
ფლამარიონ ჯოვინო ვოლგოგრადის როტორში ერთწლიანი იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ ბათუმის დინამოში დაბრუნდა.
რუსულ გამოცემა rotor-volgograd.ru-ზე გამოქვეყნდა სტატია 24 წლის ბრაზილიელის ქართულ კლუბში დაბრუნების შესახებ, რასაც ვოლგოგრადელი ქომაგის უკამყოფილება მოჰყვა და ფლამარიონ ჯოვინოს შენარჩუნება სურთ.
"შესაძლებელია მისი შენარჩუნება? არის ამის შანსი? არ მინდა ასეთი დონის მოთამაშის დაკარგვა"
"სანამ ასეთი ხელმძღვანელები იჯდებიან ჩვენს გუნდში, არაფერი გვეშველება. ჯოვინოს ეტყობა, რომ ტოპ კლასის მოთამაშეა, როგორ შეიძლება მისი იქ დაბრუნება, საიდანაც წამოვიყვანეთ?"
"სამწუხაროა მისი წასვლა. გთხოვთ, რამენაირად შევინარჩუნოთ. ის მეორე ლიგაში ჩვენი ვარსკვლავი იქნება და პრემიერ ლიგაში დაგვაბრუნებს"
ფლამარიონ ჯოვინომ როტორის მაისურით დასრულებულ სეზონში 18-ჯერ ითამაშა და 5 გოლი გაიტანა, როტორი კი რუსული პრემიერლიგიდან გავარდა.
24 წლის ბრაზილიელ თავდამსხმელს ბათუმის დინამოსთან ხელშეკრულება 2022 წლის დეკემბრის ბოლომდე აკავშირებს.
სად უნდა გადავიდეს ხვიჩა კვარაცხელია? - თემურ ქეცბაიას მოსაზრება
გორის დილას ფეხბურთელის ტრანსფერით მონაკო და ჰალ სიტი ინტერესდება!