ავტორიზაცია

"კარგი წინათგრძნობა მაქვს", - კუმანის აგენტი თავისი კლიენტის ბარსელონაში დარჩენის შესახებ

"კარგი წინათგრძნობა მაქვს", - კუმანის აგენტი თავისი კლიენტის ბარსელონაში დარჩენის შესახებ
თარიღი 26 მაი 2021, 11:51

რონალდ კუმანის აგენტმა, რობ იანსენმა თავისი კლიენტის "ბარსელონაში" შესაძლო დარჩენის შესახებ განცხადება გააკეთა:

"ლაპორტა და კუმანი ნახევარი საათის განმავლობაში საუბრობდნენ და მათ შორის ურთიერთგაგება და თანამოაზრეობა სუფევდა.

რაც შეეხება ჩემი კლიენტის მომავალს, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, თუმცა კარგი წინათგრძნობა მაქვს.

რონალდუ უდიდესი ალბათობით დარჩება ბარსელონაში, რადგან მისი აქ ეიმედებათ", - განაცხადა ნიდერლანდელი თავკაცის წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, კატალონიელთა დამრიგებელმა თავის სადებიუტო სეზონში გუნდს კოპა დელ რეი მოაგებინა. ჩემპიონთა ლიგიდან "ბლაუგრანა" გამოვარდა 1/8 ფინალში, ლა ლიგაში კი ამ გუნდმა მე-3 ადგილი დაიკავა.

 

ფოტო: ვეინალდუმის აგენტი ბარსელონას ოფისშია - ჰოლანდიელის ტრანსფერი ახლოვდება!

ბარსელონა კუმანის შემცვლელად ორ კანდიდატს განიილავს