ავტორიზაცია

რამდენად რეალურია ტერ შტეგენის სამშობლოში დაბრუნება?

რამდენად რეალურია ტერ შტეგენის სამშობლოში დაბრუნება?
თარიღი 26 მაი 2021, 12:01

"ბარსელონას" მეკარის, მარკ-ანდრე ტერ შტეგენის სახელი ევროპულმა პრესამ უკანასკნელ პერიოდში დორტმუნდის "ბორუსიას" დაუკავშირა.

ფაბრიციო რომანოს ტვიტერის თანახმად კი გერმანელი გოლკიპერის "შავ-ყვთლებში" ტრანსფერი გამორიცხულია და ამას აქვს 3 მიზეზი.

გუნდის მთავარი კარის დარაჯის გაყიდვა არ შედის "ბლაუგრანას" გეგმებში, ისევე როგორც თავად მეკარის გეგმებში კლუბის გამოცვლა.

ამის გარდა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ "ფუტკრები" გაწვდნენ როგორც "ლურჯ-ბროწეულისფრების" პირველი ნომრის ტრანსფერს, ისე მის ხელფასსაც.

აქედან გამომდინარე, ალემანი გოლკიპერი "კამპ ნოუზე" რჩება. შეგახსენებთ, "ბარსელონაში" გადმოსვლის შემდეგ, 29-წლის კარის დარაჯმა 278 მატჩის ჩატარება მოასწრო.

"კარგი წინათგრძნობა მაქვს", - კუმანის აგენტი თავისი კლიენტის ბარსელონაში დარჩენის შესახებ

დადასტურდა: ტერ შტეგენი ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს