ავტორიზაცია

რატომ თქვა ბაიერნმა ვეინალდუმის ტრანსფერზე უარი?

რატომ თქვა ბაიერნმა ვეინალდუმის ტრანსფერზე უარი?
თარიღი 26 მაი 2021, 13:07

ჯორჯინიო ვეუნალდუმის "ბარსელონაში" ტრანსფერს აღარაფერი უდგას წინ, თუმცა ცოტა ხნის წინ, მის ხელში ჩაგდებას მიუნხენის "ბაიერნიც" ცდილობდა.

Bild-ის თანახმად, "რეკორდმაისტერი" სერიოზულად ფიქრობდა ნიდერლანდელი ცენტრალური ნახევარმცველის ტრანსფერის თაობაზე, მაგრამ კლუბის გეგმები ფინანსური საკითხის გამო აირია.

საქმე ისაა, რომ "ლივერპულის" ჰავბეკმა "ბავარიას" მოთხოვა წელიწადში 20 მილიონი ევრო ხელფასის სახით. "ალიანც არენას" მკვიდრებისგან უარი მოვიდა.

ჰოლანდიელი შუახაზელის სახელს უკავშირებდნენ მილანის "ინტერსაც", თუმცა საბოლოოდ ისე მოხდა, რომ მის ერთადერთ მსურველებად კატალონიელები მოგვევლინენ.

"ბლაუგრანასა" და ჯინის შორის ყველაფერი შეთანხმებულია და მისი ტრანსფერი მიმდინარე კვირის ბოლომდე დაიხურება.

რაზე ვერ უთანხმდება ბაიერნი კომანს?

ფოტო: ვეინალდუმის აგენტი ბარსელონას ოფისშია - ჰოლანდიელის ტრანსფერი ახლოვდება!