ავტორიზაცია

მსხვერპლზე წასვლა - აგუეროს ბარსელონური ხელფასი ცნობილი გახდა

მსხვერპლზე წასვლა - აგუეროს ბარსელონური ხელფასი ცნობილი გახდა
თარიღი 26 მაი 2021, 14:20

როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ, "ბარსელონას" "მანჩესტერ სიტიდან" სერხიო აგუერო შეუერთდება.

კატალონიური კლუბი არგენტინელ თავდამსხმელს დაიმატებს თავისუფალი აგენტის სტატუსით, ანუ სრულიად უფასოდ.

ამის გარდა, "ბლაუგრანა" იაფად გამოდის "ქალაქელების" ფორვარდის ხელფასის საკითხშიც - Diario Sport-ის თანახმად, მისი ანაზღაურება 6 მილიონი იქნება.

ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ სამხრეთ ამერიკელი შემტევის ყოველწლიური გასამრჯელო "ლურჯებში" 12 მილიონ ევროს შეადგენდა.

როგორც ვხედავთ, ხოსეპ გვარდიოლას გუნდის ათიანს "ლურჯ-ბროწეულისფრებში" ამჟამინდელთან შედარებით ორჯერ ნაკლები ხელფასი ექნება.

აქვე დავამატებთ, კუნი "ეტიჰადს" ტოვებს კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის სტატუსით - 260 გოლი 389 შეხვედრაში.

"კარგი წინათგრძნობა მაქვს", - კუმანის აგენტი თავისი კლიენტის ბარსელონაში დარჩენის შესახებ

"შეიძლება, საიდუმლოს ვამხელ", - გვარდიოლამ აგუეროს ახალი კლუბი დაასახელა