ქართულ კლუბში დაბრუნება 14 წლის შემდეგ - ცხადაძე დინამო თბილისს გაწვრთნის
საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი კახაბერ ცხადაძე დინამო თბილისს გაწვრთნის.
GOAL.GE-ს ინფორმაციით, მხარეები შეთანხმდნენ და კონტრაქტიც მალე გაფორმდება.
კახაბერ ცხადაძისთვის საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნება 14-წლიანი პაუზის შემდეგ მოხდება. ბოლოს იგი ქართულ კლუბს, ბოლნისის სიონს 2007 წელს წვრთნიდა.
დინამო თბილისის ბოლო მწვრთნელი გიორგი ნემსაძე იყო, რომელიც გუნდში დანიშვნიდან 6 თვეში გაათავისუფლეს.
ეროვნული ლიგის 15 ტურის შემდეგ დინამო თბილისი ცხრილში 31 ქულით მე-2 პოზიციაზეა.
გთხოვთ, რამენაირად შევინარჩუნოთ - როტორის ფანები ჯოვინოს ტრანსფერს ითხოვენ
გორის დილას ფეხბურთელის ტრანსფერით მონაკო და ჰალ სიტი ინტერესდება!