ავტორიზაცია

ოფიციალურად - რუბინმა ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელი დაიმატა

თარიღი 27 May 2021, 12:40

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის ხვიჩა კვარაცხელიას ყაზანური დღეები დათვლილია - რუბინმა ქართველი შემტევის შემცვლელი ოფიციალურად დაიმატა.

20 წლის ქართველს 22 წლის მონტენეგროელი სეად ჰაკშაბანოვიჩი შეცვლის შვედური "ნორჩოპინგიდან". რუსული გამოცემების თანახმად, რუსულ გუნდს ტრანსფერი 6 მილიონი დაუჯდა.

ოფიციალურად არ დაწერილა, თუმცა ჰაკშაბანოვიჩი მარცხენა ვინგერია, ზუსტად ის პოზიცია, რომელზეც ხვიჩა კვარაცხელია თამაშობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენებურის რუბინიდან წასვლა ამ ზაფხულში 99%-ით გადაწყვეტილია.

ხვიჩა კვარაცხელიამ გასულ სეზონში რუბინის მაისურით 22-ჯერ ითამაშა, 4 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა. რუსები 20 წლის შემტევს 20 მილიონ ევროდ აფასებენ.

ქართულ კლუბში დაბრუნება 14 წლის შემდეგ - ცხადაძე დინამო თბილისს გაწვრთნის

"ნუ დავაკავებთ უკვე დაძრულ მატარებელს", - სლუცკი კვარაცხელიას შესაძლო წასვლის შესახებ