ავტორიზაცია

"წერდნენ, სამშობლო გაყიდეო, მეცინებოდა" - ჯიქიამ ქართველები გაიხსენა

"წერდნენ, სამშობლო გაყიდეო, მეცინებოდა" - ჯიქიამ ქართველები გაიხსენა
თარიღი 27 May 2021, 13:17

მოსკოვის სპარტაკისა და რუსეთის ნაკრების კაპიტანმა გიორგი ჯიქიამ გაიხსენა, რა რეაქცია ჰქონდა ქართველ გულშემატკივარს მის არჩევანზე, როცა რუსეთის ნაკრებისთვის თამაში გადაწყვიტა.

"2016 წელს დამირეკეს, რომ საქართველოსთვის მეთამაშა, ჩავედი, მათი ფედერაციის წარმომადგენლებს შევხვდი. მითხრეს, რომ გუნდს ვჭირდებოდი, პასპორტს კი დაჩქარებულად გამიკეთებდნენ. ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, რომ დიდი ფული, ბინა ან რამე მსგავსი შემომთავაზეს, თუმცა მხოლოდ სპორტული საუბარი გვქონდა.

საქართველოში ამის შესახებ ბევრს წერდნენ, იყო 2 განსხვავებული მხარე. ზოგი ამბობდა: "სასიამოვნოა ჯიქია, ამდენს რომ მიაღწიე. 150 მილიონიანი ქვეყნის ნაკრებში ქართველი ირბენს". იყო ბევრი შურიანის კომენტარიც, წერდნენ: "სამშობლო გაყიდე, დიდი ფული აიღეო". მეცინებოდა, რაც მთავარია, ჩემმა მშობლებმა ჩემი გადაწყვეტილება მშვიდად მიიღეს," - განაცხადა გიორგი ჯიქიამ.

გიორგი ჯიქია რუსეთის ეროვნულ ნაკრებში 2017 წლიდან თამაშობს. 31 შეხვედრაში ერთი გოლი გაიტანა.

ოფიციალურად - რუბინმა ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელი დაიმატა

ქართულ კლუბში დაბრუნება 14 წლის შემდეგ - ცხადაძე დინამო თბილისს გაწვრთნის