ხვიჩას რუბინიდან წასვლის შანსები გაიზარდა - ჯუღელი რუბინის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ
ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას "რუბინიდან" წასვლის შანსები კიდევ უფრო გაიზარდა.
ამის მიზეზი კი ისაა, რომ მისი აგენტი მამუკა ჯუღელი ყაზანური კლუბის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ დადგა - ამის შესახებ რუსული გამოცემები წერენ.
როგორც ჩანს, ჯუღელი "რუბინის" ბოსებს სწორედ კვარას საკითხზე ვერ უთანხმდება და თითქმის გადაწყვეტილია, რომ ხვიჩას და "რუბინის" გზები გაიყრება.
ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას კვარაცხელია, თუმცა მისით ევროპის ტოპ გუნდები ინტერესდებიან.
შეგახსენებთ, რომ "რუბინმა" კვარაცხელიას შემცვლელი დღეს დაიმატა.
ოფიციალურად - რუბინმა ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელი დაიმატა
"ნუ დავაკავებთ უკვე დაძრულ მატარებელს", - სლუცკი კვარაცხელიას შესაძლო წასვლის შესახებ