"95%-ით უკვე წასული", - რუსული პრესა კვარაცხელიას ტრანსფერის შესახებ
ყაზანის "რუბინის" შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას გარშემო სატრანსფერო ციებ-ცხელება არ ცხრება. ქართველი ვინგერის შესახებ ამჯერად Бизнес Online-მა დაწერა.
"კვარაცხელია 95%-ით უკვე სხვა გუნდშია. მის მიმართ ინტერესს იჩენს ევროპის ექვსი კლუბი, რუბინი კი 20 მილიონ ევროს ითხოვს.
ოფიციალური წინადადება ჯერ არ ყოფილა, თუმცა ქართველი შემტევის გარშემო სატრანსფერო ბუმი დიდი ალბათობით ივლისში დაიწყება.
ყაზანელები, ისევე როგორც თავად ფეხბურთელი, მისი აგენტი და მამა მოვლენების დაჩქარებისგან თავს იკავებენ. როგორც ჩანს, ყველაფერი გათვლილია".
შეგახსენებთ, თავად "წითელ-მწვანეების" ვინგერმა განაცხადა, რომ ის რუსეთის ჩემპიონატიდან ევროპაში გადასვლით არის დაინტერესებული.
20-წლის გარემარბის სახელს უკავშირებენ მიუნხენის "ბაიერნს", ტურინის "იუვენტუსს", მილანის "ინტერსა" და სხვა ტოპ-კლუბებს.
შეკრების მესამე დღე - კვარაცხელია კვლავ ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს