ავტორიზაცია

"ლეგენდა, ფენომენი, გოლების მანქანა", - გარსიამ თანაგუნდელი შეაქო

"ლეგენდა, ფენომენი, გოლების მანქანა", - გარსიამ თანაგუნდელი შეაქო
თარიღი 29 მაი 2021, 14:10

"მანჩესტერ სიტის" ცენტრალურმა მცველმა, ერიკ გარსიამ შეაქო თავისი ერთ-ერთი თანაგუნდელი, რომელსაც გოლების მანქანა უწოდა:

"აგუერო არის ლეგენდა, ფენომენი, გოლების მანქანა. მისთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია. არგენტინელი თავდამსხმელის წინაშე ქედს ვიხრი.

ის გოლებს გაიტანს ასი წლის შემდეგაც, არ აქვს მნიშვნელობა ისევ მან სიტის შემადგენლობაში თუ რომელიმე სხვა გუნდის.

ამის გარდა, სერხიო არის კარგი ადამიანი, ნამდვილი მეგობარი და სამაგალითო თანაგუნდელი", - განაცხადა კატალონიელმა უკანახაზელმა.

შეგახსენებთ, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, "ქალაქელების" ორივე ფეხბურთელი უდიდესი ალბათობით "ლურჯ-ბროწეულისფრებში" გადავა.

ბარსელონადან წასვლა პრაქტიკულად გადაწყვეტილია — სად გადავა კოუტინიო?

მსხვერპლზე წასვლა - აგუეროს ბარსელონური ხელფასი ცნობილი გახდა