ავტორიზაცია

"კვარაცხელია პრემიერ ლიგის ამ გრანდს მოუხდებოდა", - არსენალის ყოფილი სკაუტი

"კვარაცხელია პრემიერ ლიგის ამ გრანდს მოუხდებოდა", - არსენალის ყოფილი სკაუტი
თარიღი 29 May 2021, 14:56

"არსენალის" და "ევერტონის" ყოფილმა სკაუტმა, პაველ კუჩეროვმა "რუბინის" შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

"კვარაცხელიას სათამაშო სტილით, ინდივიდუალური შესაძლებლობებითა და პოტენციალით გამომდინარე, მას მან სიტის დონის გუნდამდე მისვლა შეუძლია.

არ ვამბობ იმას, რომ ქართველი შემტევი ამ გუნდში სათამაშოდ უკვე მზად არის, უბრალოდ მომავალში ეს მართლაც შესაძლოა, რომ მოხდეს.

მანჩესტერულ გუნდში გადმოსვლის შემთხვევაში, არაა გამორიცხული, რომ კლუბმა მას გაუფორმოს გრძელვადიანი ხელშეკრულება, სათამაშოდ კი თავდაპირველად გაუშვას სხვა გუნდში, როგორც ეს ზინჩენკოს შემთხვევაში მოხდა.

ხვიჩა ნიჭიერი ფეხბურთელია, თუმცა გუნდის არჩევის საკითხში მას დაფიქრება მართებს", - განაცხადა რუსმა სელექციონერმა Sports-თან საუბარში.

შეგახსენებთ, ყაზანელთა ვინგერის სახელს ევროპული პრესა უკავშირებს არაერთ ტოპ-კლუბს, მათ შორის მიუნხენის "ბაიერნს" და ტურინის "იუვენტუსს".

"95%-ით უკვე წასული", - რუსული პრესა კვარაცხელიას ტრანსფერის შესახებ

ხვიჩას ხმა მისცა ლოვრენმა, ჯოვინომ, ტაბიძემ და სხვებმა - ვინ გახდა რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე?