ცხადაძის პირველი ტრანსფერი ახლოვდება - დინამოში ყოფილი ფეხბურთელი ბრუნდება
რამდენიმე დღის წინ, "დინამო თბილისის" მთავარ მწვრთნელად კახა ცხადაძე დაინიშნა.
როგორც ჩანს, ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი სპეციალისტი კლუბში დიდი მიზნებითაა მისული.
GOAL.GE-ს ინფორმაციით, ცხადაძეს ნოდარ ქავთარაძის დაბრუნება სურს და მოლაპარაკებები გადამწყვეტ ფაზაშია შესული.
დიდი ალბათობით, ქავთარაძე წინადადებას დათანხმდება და "დინამოში" ითამაშებს.
ის უნგრულ "მეზოკოვეშდიში" სწორედ "დინამოდან" წავიდა, თუმცა იქ დიდი სათამაშო დრო არ ეძლეოდა.
დილამ ლიდერი დინამო თბილისი შინ დაამარცხა
ოფიციალურად: დინამო თბილისის 18 წლის ფეხბურთელი პორტუში გადავიდა