ავტორიზაცია

ბარსელონამ ლივერპულს კოუტინიოს დაბრუნება შესთავაზა - მერსისაიდელთა პასუხი ცნობილია

ბარსელონამ ლივერპულს კოუტინიოს დაბრუნება შესთავაზა - მერსისაიდელთა პასუხი ცნობილია
თარიღი 31 მაი 2021, 10:41

As-ის თანახმად, "ბარსელონამ" "ლივერპულს" შესთავაზა თავისი შემტევი ნახევარმცველის, ფილიპე კოუტინიოს დაბრუნება.

კატალონიურმა კლუბმა ბრაზილიელი ფლეიმეიქერის სანაცვლოდ თავის დროზე გადაიხადა 120 მილიონი ევრო, თუმცა სხვადასხვა ბონუსების გათვალისწინებით, მერსისაიდელებმა კიდევ 50 მილიონი უნდა მიიღონ.

სწორედ აღნიშნული თანხის ეკონომიის მიზნით შესთავაზა "ბლაუგრანამ" "წითლებს" თავიანთი ჰავბეკის დაბრუნება, თუმცა ინგლისელებისგან უარი მოვიდა.

"სქაუზერები" "ლურჯ-ბროწეულისფრების" მე-14 ნომრით არ არიან დაინტერესებული, რაც ნიშნავს იმას, რომ მას რჩება ორი მსურველი: "არსენალი" და "ევერტონი".

შეგახსენებთ, სამხრეთ ამერიკელი შუახაზელი "კამპ ნოუზე" გადმოვიდა 2018 წლის ზამთარში და ამ დროის განმავლობაში მან მოასწრო 90 მატჩის ჩატარება და 24 გოლის გატანა.

დონარუმასთვის ბრძოლაში ფავორიტი ბარსელონაა

ბარსელონადან წასვლა პრაქტიკულად გადაწყვეტილია — სად გადავა კოუტინიო?