ავტორიზაცია

კოპა ამერიკა ჩაშლის პირასაა - რას გადაწყვეტს კონმებოლი?

კოპა ამერიკა ჩაშლის პირასაა - რას გადაწყვეტს კონმებოლი?
თარიღი 31 May 2021, 14:22

მოახლოებული კოპა ამერიკას გათამაშება შესაძლოა ჩაიშალოს, მიზეზი - კორონავირუსი. შეგახსენებთ, რომ მასპინძელ სახელმწიფოებად არგენტინა და კოლუმბია ფიქსირდებოდნენ.

კოვიდინფიცირების მაღალი მაჩვენებლის გამო, კონმებოლმა კოლუმბიას ჩამოართვა ერთ-ერთი მასპინძლის სტატუსი, რის შემდეგაც ერთპიროვნული მასპინძელი არგენტინა გახდა.

ცოტა ხნის წინ კი ოფიციალურად დადასტურდა, რომ იგივე მიზეზის გამო ტურნირს ვერც არგენტინა მიიღებს. აქედან გამომდინარე, კოპა ამერიკას 2021 წლის გათამაშება არის ჩაშლის პირას.

დღეს, 31 მაისს, კონმებოლი მიიღებს ოფიციალურ და საბოლოო გადაწყვეტილებას ტურნირის გამართვა/გაუქმების თაობაზე.

სავარაუდო ვარიანტებად განიხილება ჩილე-პარაგვაის მაპინძლობა ან ტურნირის ერთიანად ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარება. კოპა ამერიკა 2021-ის გამართვის თარიღი 13 ივნისი-10 ივლისია.

ეს დღეც დადგა - გვარდიოლას პირველი ლიგა მესის გარეშე, თუ ტუხელის პირველი ხმაურიანი წარმატება ევროარენაზე?

იუვენტუსი და ატლეტიკო არგენტინულ გაცვლაზე საუბრობენ, სიმეონე უარზეა