ავტორიზაცია

ოფიციალურად: ერიკ გარსია ბარსელონაში დაბრუნდა - კლუბმა მას ემოციური ვიდეო მიუძღვნა

თარიღი 01 ივნ 2021, 11:38

ოფიციალურად დადასტურდა, რომ "მანჩესტერ სიტის" უკვე ყოფილი ცენტრალური მცველი, ერიკ გარსია "ბარსელონაში" დაბრუნდა.

კატალონიელი უკანახაზელი "ქალაქელებიდან" "ბლაუგრანაში" გადმოვიდა თავისუფალი აგენტის სტატუსით, ანუ სრულიად უფასოდ.

რაც შეეხება ხელშეკრულებას, "ლურჯ-ბროწეულისფრების" აღზრდილი თავის მშობლიურ კლუბში 2026 წლამდე დარჩება.

შეგახსენებთ, ესპანელი ცენტრბექი "ლა მასიაში" ირიცხებოდა 2008-2017 წლებში, შემდეგ კი ის ხოსეპ გვარდიოლამ თავისთან "ლურჯებში" წაიყვანა.

20 წლის მცველმა თანამემამულე სპეციალისტის გუნდში მოასწრო 35 შეხვედრის ჩატარება. რაც შეეხება პირენეელის "კამპ ნოუზე" დაბრუნებას, კლუბმა მას მიუძღვნა ემოციური ვიდეო, რომლის ნახვა სიახლის ზედა ნაწილში შეგიძლიათ.

ბარსელონაში გადასვლის შემდეგ, აგუერომ მესის მომავალზე განცხადება გააკეთა

"ლეგენდა, ფენომენი, გოლების მანქანა", - გარსიამ თანაგუნდელი შეაქო