კონტეს რეალში დანიშნვის შანსები მცირდება?!

მილანის "ინტერიდან" წასვლის შემდეგ, ანტონიო კონტეს სახელს უკავშირებენ მადრიდის "რეალს", თუმცა შესაძლოა, რომ ესპანურ გრანდში სხვა მწვრთნელი ვიხილოთ.
ცნობილი და ავტორიტეტული ინსაიდერი, ფაბრიციო რომანო არ ადასტურებს იმ ფაქტს, "სამეფო კლუბი" იტალიელი ტაქტიკოსის გაფორმებასთან არის ახლოს.
ევროპული პრესა თავის მხრივ ასახელებს სხვადასხვა ვარიანტებს, მათ შორის კარლო ანჩელოტის, მაურისიო პოჩეტინოსა და რაულ გონსალესს.
"ბლანკოსის" სახელს უკავშირებდნენ მასიმილიანო ალეგრისაც, თუმცა ის ბევრისთვის მოულოდნელად ტურინის "იუვენტუსში" დაბრუნდა.
რაც შეეხება კონტეს შემცვლელს "ნერაძურიში", კლუბმა არჩევანი სიმონე ინძაგიზე შეაჩერა. "რეალის" ახალი მწვრთნელის ვინაობა კი ჯერჯერობით ბურუსით არის მოცული.
"მადრიდში ელოდებიან", - ბენზემა რეალში მბაპეს შესაძლო ტრანსფერს ეხმაურება