ავტორიზაცია

ბარსელონას ახალგაზრდა ნახევარმცველი შესაძლოა ატლეტიკოში გადავიდეს

ბარსელონას ახალგაზრდა ნახევარმცველი შესაძლოა ატლეტიკოში გადავიდეს
თარიღი 01 ივნ 2021, 16:21

"ატლეტიკო" "ბარსელონას" ნახევარმცველ რიკი პუჩით ინტერესდება, წერს Fichajes.

გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდულმა კლუბმა შეიძლება 21 წლის ესპანელი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დაიმატოს.

როგორც აღინიშნება, "ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელი, დიეგო სიმეონე პუჩს საულ ნიგესის შემცვლელად განიხილავს.

2020/21 წლების სეზონში რიკიმ "ბარსას" რიგებში 21 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

Transfermarkt-ის ვერსიით, ახალგაზრდა ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი 18 მილიონ ევროს შეადგენს.

მადა ჭამის დროს მოდის - ბარსელონა კუნდეზე გადაერთო!

ოფიციალურად: ერიკ გარსია ბარსელონაში დაბრუნდა - კლუბმა მას ემოციური ვიდეო მიუძღვნა