ავტორიზაცია

გუნდი, რომელიც სანჩომ მანჩესტერის გამო უარით გაისტუმრა

გუნდი, რომელიც სანჩომ მანჩესტერის გამო უარით გაისტუმრა
თარიღი 02 ივნ 2021, 14:51

ცნობილი ფაქტია, რომ დორტმუნდის "ბორუსიას" შემტევის, ჯეიდონ სანჩოს სახელს ევროპული პრესა "მანჩესტერ იუნაიტედს" უკავშირებს.

The Athletic-ის თანახმად, ინგლისელი შემტევით აქტიურად ინტერესდებოდა ლონდონის "ჩელსიც", თუმცა აღნიშნულ გუნდში გადასვლა თავად მოთამაშემ არ ისურვა.

იმ შემთხვევაში თუ "შავ-ყვითლების" ვინგერი დატოვებს ბუნდესლიგას, ის მხოლოდ "წითელ ეშმაკებში" გადავა - ასეთია მისი პოზიცია.

რაც შეეხება "ფუტკრების" შვიდიანის სატრანსფერო ღირებულებას, კლუბი მის სანაცვლოდ "მანკუნიანელებისგან" 90 მილიონ ევროს ითხოვს.

შეგახსენებთ, ბრიტანელი გარემარბი ვესტფალიაში მოხვდა "მანჩესტერ სიტის" აკადემიიდან, სადაც ის 2015-2017 წლებში თამაშობდა.

ჩელსი ამ ზაფხულს ბოატენგის დამატებას გეგმავს

სანჩოსთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოკვეთილია — რამდენს ითხოვს დორტმუნდი?