ლუკაკუ: "საკუთარ მომავალთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება უკვე მივიღე"
მილანის "ინტერის" თავდამსხმელმა, რომელუ ლუკაკუმ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:
"ინტერში ვრჩები. უკვე ვესაუბრე იმ ადამიანის ვინც გახდება გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი და მინდა ავღნიშნო, ჩვენი ინტერესები იკვეთება.
გვქონდა სასიამოვნოა საუბარი, რომელიც ეხებოდა ერთოლივ მიზნებს, კერძოდ კი სერია ა-ში ჩემპიონის სტატუსის შენარჩუნებას.
სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ გეტყვით, თუ ვინ იქნება ჩვენი ახალი დამრიგებელი მომავალი სეზონისთვის", - განაცხადა ბელგიელმა.
თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, "ნერაძური" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე სიმონე ინძაგის დანიშნავს.
შეგახსენებთ, "გველებს" აქამდე ხელმძღვანელობდა ანტონიო კონტე, რომელმაც სკუდეტოს მოგების შემდეგ, პოსტი დატოვა.