როდის დაიხურება დეპაის ტრანსფერი ბარსელონაში?
ლიონის "ოლიმპიკის" კაპიტნის, მემფის დეპაის "ბარსელონაში" მოახლოებულ ტრანსფერს წინ პრაქტიკულად აღარაფერი უდგას.
Diario Sport-ის თანახმად, ნიდერლანდელი შემტევი კატალონიელებთან გააფორმებს სამწლიან ხელშეკრულებას, მისი ხელფასი კი მნიშვნელოვნად დაბალი იქნება.
"ლომების" ლიდერის "ბლაუგრანაში" ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება მაშინ, როდესაც რონალდ კუმანის დარჩენის საკითხიც საბოლოოდ გაირკვევა.
შეგახსენებთ, ჰოლანდიელი თავდამსხმელი "ლურჯ-ბროწეულისფრებს" შეუერთდება თავისუფალი აგენტის სტატუსით, ანუ სრულიად უფასოდ.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი შვიდიანი "თეთრებში" თამაშობდა 2017 წლის შემდეგ და ამ დროის განმავლობაში მან 178 მატჩში 76 გოლი გაიტანა.
"ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები", - დემბელე ბარსელონადან წასვლას არ გამორიცხავს