დეპაისა და ვეინალდუმის დამატების შემდეგ, ბარსელონა ახალ გეგმაზე გადავა
როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონა" ძალიან მალე მემფის დეპაისა და ჟორჟინიო ვეუნალდუმს თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატებს.
ესპანური პრესის თანახმად, ნიდერლანდური დუეტის გაფორმების შემდეგ, კატალონიელები სატრანსფერო ბაზარზე აიღებენ პაუზას და მოთამაშეების გაყიდვას შეუდგებიან.
"ბლაუგრანას" შავ სიაში არიან შემდეგი ფეხბურთელები - ანტუან გრიზმანი, სამუელ უმტიტი, ოსმან დემბელე, სერხი რობერტო, კლემან ლანგლე, მარტინ ბრეიტუეიტი, ხუნიორ ფირპო, ფრანსიშკუ ტრინკაუ.
რამდენიმე მოთამაშის გასხვისების შემდეგ, "ლურჯ-ბროწეულისფრები" სატრანსფერო ბაზარზე მარცხენა მცველს შეარჩევენ.