ავტორიზაცია

გადაწყდა - საბა ლობჟანიძემ ახალ გუნდთან ხელშეკრულება გააფორმა

გადაწყდა - საბა ლობჟანიძემ ახალ გუნდთან ხელშეკრულება გააფორმა
თარიღი 04 ივნ 2021, 14:20

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი საბა ლობჟანიძე კარიერას თურქულ ჰატაისპორში გააგრძელებს.

ამის შესახებ ინფორმაციას ჩვენი პარტნიორი Geo Team ავრცელებს, რომლის ცნობითაც, ფეხბურთელმა ახალ კლუბთან 3-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა და შეკრებაზე 1-ელ ივლისს უნდა გამოცხადდეს.

საბა ლობჟანიძის ბოლო გუნდი თურქული ანკარაგუჯუ იყო, რომელსაც 2020 წლის იანვარში შეუერთდა და დედაქალაქელთა მაისურით 1.5 წელი ითამაშა, მიიღო 53 მატჩში მონაწილეობა, 4-ჯერ გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა.

გასულ სეზონში ჰატაისპორი მე-6 პოზიციაზე გავიდა, ევროტურნირების ზონაში მოხვედრა კი ვერ შეძლო.

"ამის შესახებ მხოლოდ 2 დღით ადრე გავიგე" - რა გადაწყვეტილებას მიიღებს ქოჩორაშვილი

"ვერავინ გამიგებს და მესმის მათი" - ქვილითაიას მიმართვა გულშემატკივრებს