"სერია ა-ში რონალდუზე ძლიერი არაერთი ფეხბურთელი თამაშობს", - მალინოვსკი

ბერგამოს "ატალანტას" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, რუსლან მალინოვსკიმ განაცხადა, რომ სერია ა-ში კრიშტიანუ რონალდეზე ძლიერი მოთამაშეები თამაშობენ:
"ვინ არის სერია ა-ს ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი? რთული სათქმელია, თუმცა ეს რონალდუ ნამდვილად არ არის. ჩემი თანაგუნდელებიდან ყველაზე ძლიერი კი მურიელია.
მისი კარიერა რომ წასულიყო სხვა გზით, ის ახლა მინიმუმ ბარსელონას დონის გუნდში აღმოჩნდებოდა. კოლუმბიელი თავდამსხმელი საოცარი მოთამაშეა.
ყველაზე უხერხული მოწინააღმდეგე კი ზილინსკია. ის მოედანზე ძალიან ბევრ საქმეს აკეთებს", - განაცხადა უკრაინელმა ჰავბეკმა.
შეგახსენებთ, რომ "ქალღმერთის" ნახევარმცველის სახელს იტალიური პრესა საკმაოდ აქტიურად მილანურ კლუბებს უკავშირებს.
174-ე სანაკრებო მატჩი კარიერაში — რონალდუ მსოფლიო რეკორდისკენ მიიწევს